აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობას მიაწვდის, – ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის მოდიფიკაციებსა და ტექნიკურ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებსა და აქსესუარებს, შეკეთებისა და დაბრუნების მხარდაჭერას, პერსონალის მომზადებასა და სასწავლო აღჭურვილობას, აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორებისთვის საინჟინრო, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ მომსახურებას და ლოჯისტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სხვა დაკავშირებულ ელემენტებს.
აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ ვინ გადაიხდის უკრაინისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის ხარჯებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“”ქართული ოცნების” 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში 1.5 ლარზე მეტი უჯდება. ამ თანხით სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაფინანსდებოდა და პენსია 1 წლით 92 ლარით გაიზრდებოდა”