ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ უარს ამბობს გაერო-ს რეზოლუციის პროექტის თანაავტორობაზე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას - Reuters

აშშ უარს ამბობს გაერო-ს რეზოლუციის პროექტის თანაავტორობაზე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას - Reuters

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატები უარს ამბობს გაერო-ს რეზოლუციის პროექტის თანაავტორობაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავს ეძღვნება.
სააგენტოს ცნობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის აგრესიას და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„წინა წლებში შეერთებული შტატები მუდმივად უჭერდა მხარს ასეთ რეზოლუციებს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისთვის“, – განუცხადა „როიტერს“ ერთ-ერთმა წყარომ.
როგორც „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რეზოლუციის აღნიშნულ პროექტს 50-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.