ტოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
თეთრი სახლის თანახმად, ეს ორგანიზაციები აღარ ემსახურებიან -ის ინტერესებს.
66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს ეგიდით საქმიანობს.
აშშ ტოვებს გაეროს ეგიდით მოქმედ ისეთ სტრუქტურებს, როგორებიცაა დემოკრატიის ფონდი, საერთაშორისო სამართლის კომისია, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს, მშვიდობის მშენებლობის ფონდი და ა.შ.
აშშ ტოვებს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასაც.
66-ვე ორგანიზაცია ჩამოთვლილია პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში, რომელიც თეთრი სახლის საიტზე 7 იანვარს გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტით აღმასრულებელ დეპარტამენტებსა და სააგენტოებს ავალებს ზომების მიღებას 66 ორგანიზაციის დასატოვებლად.
აშშ-ის პრეზიდენტი მემორანდუმში აღნიშნავს, რომ 2025 წლის 4 თებერვალს გასცა გაეროს სისტემაში არსებული და ზოგიერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებისა და მათი დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო მდივანს დაავალა მიმოხილვის მომზადება გაეროში აშშ-ის წარმომადგენელთან კონსულტაციით. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა დასკვნები წარმოადგინა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან განხილვა გაიმართა, პრეზიდენტმა ტრამპმა მიიჩნია, რომ ამ 66 ორგანიზაციის წევრად დარჩენა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს