არქივი1 მაისი, 2024, 11:05
აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი - საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ - ერთ-ერთი შეიძლება ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა იყოს
საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
„საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება პარლამენტის ნებისმიერი წევრისთვის, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მხარს დაუჭერს, ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა იყოს“, - წერს უილიამ კორტნი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.