ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ს სურს რუსეთისთვის თავისი აქტივების დაბრუნება უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ - Politico

აშშ-ს სურს რუსეთისთვის თავისი აქტივების დაბრუნება უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ - Politico

ევროკავშირის სანქციების საკითხებში წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის, ვაშინგტონში ამ ზაფხულს ვიზიტის დროს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მას უკრაინის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთისთვის გაყინული აქტივების დაბრუნების გეგმების შესახებ აცნობეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა იხსენებს, აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი პროექტი მოიცავდა 100 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივების გაგზავნას „უკრაინის აღდგენისა და მის ეკონომიკაში ინვესტიციების“ მცდელობებისთვის აშშ-ის ეგიდით. „პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები აღშფოთებულნი იყვნენ აშშ-ის მიერ აქტივების ნაწილის აღების პერსპექტივით.
ცნობისთვის, რუსეთის გაყინული აქტივები ევროკავშირში დაახლოებით 210 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. აქედან დაახლოებით 185 მილიარდი ევრო ბელგიის საცავ Euroclear-ში ინახება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.