ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ს მიერ შემუშავებული ახალი სამშვიდობო გეგმა რუსეთზე დაწესებული სანქციების შერბილებას ითვალისწინებს - Bloomberg

აშშ-ს მიერ შემუშავებული ახალი სამშვიდობო გეგმა რუსეთზე დაწესებული სანქციების შერბილებას ითვალისწინებს - Bloomberg

აშშ-ს მიერ შემუშავებული ახალი სამშვიდობო გეგმა რუსეთზე დაწესებული სანქციების შერბილებას ითვალისწინებს - Bloomberg
აშშ-ის მიერ შეთავაზებული ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროს მიხედვით, გეგმა ასევე მოიცავს უკრაინის მიერ გარკვეული ტერიტორიების დათმობას და არმიის ზომის შეზღუდვას. Bloomberg-ის მიხედვით, წინადადებების არსი 28- პუნქტიან კონცეფციაზე დაფუძნებული, რომელიც აშშ-ის მხრიდან საიდუმლოდ მუშავდებოდა. Axios-ის ინფორმაციით, ვაშინგტონმა გეგმის კონცეფცია რუსეთთან უკვე განიხილა.
განსაჯაროვებული პუნქტების მიხედვით, უკრაინის ვალდებულებებია:
· დონბასის დათმობა,
· უარი NATO-ში გაწევრიანების სურვილზე რამდენიმე წლის განმავლობაში,
· უკრაინის შეიარაღებული ძალების განახევრება,
· გარკვეული საბრძოლო იარაღის გადაცემა ან უარყოფა,
· რუსული ენის სახელმწიფო ენად აღიარება,
· აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე უარის თქმა,
· ადგილობრივი РПЦ-ს(რუსული მართლმადიდებელი ეკლესია) ფილიალისთვის ოფიციალური სტატუსის მიცემა,
· პრეზიდენტ ზელენსკის ეკისრება ვალდებულება გეგმის პირობების მიღებაზე და მის შესრულებაზე.
NBC-ის ცნობით კი გეგმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაამტკიცა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.