აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

-ს თავდაცვის მდივანი და პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით ში იმყოფება. ამერიკელი გენერალი უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდა.
ოსტინმა შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
I was honored to meet with President @ZelenskyyUa in Kyiv today to reaffirm the United States' steadfast support for Ukraine. We, along with our allies and partners, will continue to support Ukraine's urgent battlefield needs and long-term defense requirements. pic.twitter.com/Odv6ClgcrP— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) November 20, 2023
“დღეს პატივი მხვდა, კიევში შევხვედროდი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა აშშ-ს მხრიდან უკრაინის ურყევი მხარდაჭერა. ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვაგრძობთ ბრძოლის ველზე და გრძელვადიანი თავდაცვის საჭიროებების საკითხებში უკრაინის მხარდაჭერას”. – წერს ოსტინი.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი კიევში 20 ნოემბრის დილას ჩავიდა.
ცოტა ხნით ადრე ოსტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან რუსტემ უმეროვთან. მათ ორი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს.
22 ნოემბერს რამშტაინის ფორმატში დაგეგმილია ვიდეოკონფერენცია, რომელშიც ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები მიიღებენ მონაწილეობას.