აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი ბირთვული იარაღის კოსმოსში გაშვებას გეგმავს
აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს, ატომური იარაღი კოსმოსში გამოცადოს. აშშ-ს დაზვერვამ რუსეთის ეს მცდელობა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ მოიხსენია.
აშშ-ს დაზვერვამ აღნიშნული კლასიფიცირებული ინფორმაცია 14 თებერვალს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და კონგრესმენებს წარუდგინა. მათი ცნობით, რუსეთმა ატომური იარაღი შესაძლოა დასავლურ სატელიტებზე თავდასასხმელად გამოიყენოს. თეთრ სახლთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით The Telegraph-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენი ამ საფრთხის შესახებ უკვე ოთხი კვირაა, რაც ინფორმირებულია.
ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაზვერვის ანგარიში კონგრესის ლიდერების წინაშე 15 თებერვალს უნდა წარადგინოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.