-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები
-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს შეცვლილი პოზიცია არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მართებს პრაგმატულობა და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
„რაც შეეხება ნატოს საკითხს, აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს შეცვლილი პოზიცია არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება და გამოხატულება. გაირკვა, რომ რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ეს ყველაფერი ამოჩნდა სინამდვილეში ორპირი ქარის პოლიტიკა. ეს დღეს მათ შორის, აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა. ეს ძალიან სამწუხაროა. მეორე მხარე თავად საუბრობს არგაფართოებაზე. ეს არის შეცვლილი მოცემულობ. აქაც ჩვენ გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა. ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება გლობალურად პროცესები და ამის მიხედვით, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები