ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ სხვა ქვეყნების განვითარებისთვის დახმარების პროგრამას 90 დღით აჩერებს

აშშ სხვა ქვეყნების განვითარებისთვის დახმარების პროგრამას 90 დღით აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თანამდებობა 20 იანვარს დაიკავა, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით აჩერებს აშშ-ს დახმარების ყველა პროგრამას სხვა ქვეყნებისთვის 90 დღით, იტყობინება „როიტერი“.
გამოცემის განმარტებით, ეს ეხება „საერთაშორისო განვითარების მიზნებისთვის გაწეულ დახმარებას“.
ბრძანების მიხედვით, მოხდება განხილვა, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა სხვა ქვეყნების დახმარება ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის მიზნებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი საგარეო დახმარება არ იქნება უზრუნველყოფილი ისე, რომ სრულად არ შეესაბამებოდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას“, - თქვა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.