ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-სა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება ხელოვნურად ხდება - მატეუშ მორავეცკი

აშშ-სა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება ხელოვნურად ხდება - მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ვარშავაში აშშ-ის ელჩსა და პოლონეთის პარლამენტის სპიკერს, ვლოძიმეჟ ჩაჟასტის შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
მისი თქმით, აშშ-სა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება ხელოვნურად ხდება.
„ძველი სიყვარული არასდროს იჟანგება. რადგან ჩვენ ვიცით, ვის ეხმარება ძველი კომუნისტი ვლოძიმეჟ ჩაჟასტი აშშ-თან ურთიერთობების გაფუჭებით. ყველა, ვინც მას უჭერს მხარს, პოლონეთის უსაფრთხოებას საბოტაჟს უქმნის. თავად აირჩიეთ“, – წერს მორავეცკი.
ცნობისთვის, პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა, ვლოძიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს ინიციატივას, რომელიც დონალდ ტრამპის 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენას ითვალისწინებს. აღნიშნული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა. ვარშავაში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა განაცხადა, რომ შტატები არავის მისცემს უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.