აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს $10,5 მილიონამდე გრანტს გამოუყოფს

აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 460 აშშ დოლარი ღირებულების საქონელს გრანტის სახით გადმოსცემს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი გრანტების მოწონების შესახებ მთავრობის განკარგულებას ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
საუბარია კავშირგაბმულობის საშუალებებსა და სხვა სახის საქონლის მიღებაზე, რომელიც დაკონკრეტებული არ არის.
აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების მიუხედავად, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და დახმარებები გრძელდება. წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრანტის სახით VW Tiguan და 20 სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება გადმოსცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს