ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ რუსულ ენერგო გადახდებზე და ბანკებზე სანქციებს ამკაცრებს

აშშ რუსულ ენერგო გადახდებზე და ბანკებზე სანქციებს ამკაცრებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არ გაუხანგრძლივა რუსეთის ენერგო გადახდებზე დაკისრებული სანქციების ფარგლებში არსებული გამონაკლისის ვადა, რომელიც გარკვეულ ბანკებს შეეხებოდა - ეროვნულ კლირინგ ცენტრსა და ცენტრალურ ბანკს. გადაწყვეტილება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე მიიღეს.
რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებსაც სანქციები არ ეხებოდათ - “გაყინული” იყო მოიცავდა : „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“ „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალური ბანკის სტრუქტურებს.
სანქციები რუსული ენერგოსექტორისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს 10 იანვარს შემოიღეს და 12 მარტამდე მოქმედებდა.
ტელეარხ Fox-ის თეთრის სახლის კორესპონდენტი ედვარდ ლოურენსი სოციალურ ქსელ Х-ში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ბანკებისთვის დაწესებული გამონაკლისისთვის ვადის არ გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რუსეთზე ზეწოლის ფარგლებში უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის ფონზე.
CBS News-ის თანახმად ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება უძნელებს სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც შესამჩნევი ნახტომია ბოლო კვირების დაბალი ფასების შემდეგ.
ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებული, მაგრამ ის რომ ლიცენზია არაა გაგრძელებული სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა თანამოსაუბრემ ამერიკის ფინანსთა სამინისტროდან.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის. 7 მარტს ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth დაწერა, რომ მისი მიზანია , მისცეს მოსკოვს ბიძგი გააფორმოს უკრაინასთან ზავი. „რუსეთო და უკრაინა დასხედით [მოლაპარაკების] მაგიდასთან დაუყოვნებლივ, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან“, - დაწერა მაშინ ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.