აშშ “რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის ახალ პაკეტს გამოაცხადებს

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი “რამშტაინის“ ფორმატში მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს და მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე 25-ე შეხვედრას გამართავენ.
„ჩვენ ჯგუფის მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მომავალი ადმინისტრაცია სრულიად მიესალმება აიღოს პასუხისმგებლობა და განაგრძოს 50 ქვეყნისგან შემდგარი ძლიერი ჯგუფის გაძღოლა“, – განაცხადა Reuters-თან საუბარში აშშ-ის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც, დაახლოებით, 50 მოკავშირისგან შედგება 2022 წელს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის მიერ შეიქმნა. ჯგუფის მიზანია ერთად იმოქმედონ და დააჩქარონ კიევისთვის იარაღის მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს