ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მ რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელს კიბერ-ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენა

აშშ-მ რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელს კიბერ-ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენა

აშშ-მა რუსეთის დაზვერვის ხუთ თანამშრომელსა და რუს მოქალაქეს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმის შეთქმულებისთვის, ბრალი წაუყენა.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომამდე, 2020 წლიდან, 2022 წლის თებერვლამდე, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერ დანაყოფმა „მასშტაბიანი კიბეროპერაციები“ ჩაატარა.
საბრალდებო დასკვნით, სამიზნე მხოლოდ უკრაინა არ ყოფილა. კიბეროპერაციები, სავარაუდოდ, NATO-ს 26 ქვეყანაზეც განხორციელდა.
თავდაპირველად, ივნისის თვეში წარდგენილ საბრალდებო დასკვნაში, აშშ-ის მერილენდის ოლქის სასამართლოსთვის, ცნობილი მხოლოდ ერთი ბრალდებულის ვინაობა იყო - ამინ სტიგალი. იგი რუსეთის დაზვერვის სააგენტოსთან თანამშრომლობდა, რის გამოც ეჭვმიტანილი იყო მათთან ერთად შეთქმულების მომზადებაში.
მანამდე, ხუთშაბათს, ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, GRU-ს კიბერ-ჯაშუშობის ჯგუფის, იგივე "განყოფილება 29155", მიზანია კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურაა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.