არქივი12 დეკემბერი, 2024, 19:07
აშშ-მა 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის „ლენდ ლიზს“ არ ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, თუმცა დოკუმენტი უკრაინისთვის პროგრამა ,,ლენდ ლიზის’’ გაგრძელებას არ ითვალისწინებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ გააკეთა. 2024 წელს კანონპროექტი შეიცავდა დებულებებს, რომელიც უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად პროგრამის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.
ელჩის თქმით, 2025 ფისკალური წლისთვის ,,უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა" 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.