ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა „ჰუსიტები“ ტერორისტულ ერთეულად კვლავ აღიარა

აშშ-მა ხელახლა აღიარა „ჰუსიტები“ გლობალურ ტერორისტულ ერთეულად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ „ჰუსიტების“ SDGT-ის ერთეულად ხელახლა აღიარება წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიმდინარე აგრესიის შეჩერებისკენ არის მიმართული.
“ეს თავდასხმები ტერორიზმისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ნათელი მაგალითია და დიდი საფრთხე სიცოცხლისთვის, გლობალური ვაჭრობისთვის, ისინი საფრთხეს უქმნიან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა რეპორტიორებთან საუბარში.
ცნობისთვის, აშშ-მა ჰუსიტები SDGT -ისა და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიიდან 2021 წელის თებერვალს ამოიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.