აშშ-მა, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის თარიღი და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უახლოეს მომავალში გამოაცხადოს – დონალდ ტუსკი

ამერიკის შეერთებული შტატებიდან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ველოდოთ განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით , – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, ტუსკმა აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა, მოსამზადებელ ეტაპზეა.
მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დეკლარაცია, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, რომელ საზღვარზე იმოქმედებს ის და ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
”ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გაითვალისწინებს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში”, – განმარტა ტუსკმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?