ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა, შესაძლოა, საჯაროდ დაადანაშაულოს რუსეთი 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში - CNN

აშშ-მა, შესაძლოა, საჯაროდ დაადანაშაულოს რუსეთი 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში - CNN

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, საჯაროდ დაადანაშაულოს რუსეთი აშშ-ის  საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მცდელობაში კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიისა და ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, - ამის შესახებ CNN ექვს წყაროზე დაყრდნობით წერს.

CNN-ის ცნობით, რუსეთის პროპაგანდისტული კამპანიის მთავარ ელემენტად ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსულ სახელმწიფო სატელევიზიო ქსელ RT-ს განიხილავენ. ასევე, „სოციალური პროექტირების სააგენტოა“, ის უკვე სანქციების ქვეშაა, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ აშშ დღეს კრემლის ამ ძალისხმევის საწინააღმდეგოდ ზომებს გამოაცხადებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.