აშშ-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის

აშშ-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის
აშშ-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თამარ ტალიაშვილს ყველა ის უნარი და ცოდნა აქვს, რაც აუცილებელია პროფესიონალი დიპლომატისთვის, მათ შორის ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საკითხების სიღრმისეული ცოდნით თვალსაზრისით
„მისასალმებელია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემჭიდროებულ ვადებში თანხმობა გასცა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, რათა ის ვაშინგტონში დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, ეს იქნება კარგი დასაწყისი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის და ახალ ეტაპზე აყვანისთვის. ამ მხრივ, იმედიანად ვართ განწყობილი. თამარ ტალიაშვილს ყველა ის უნარი და ცოდნა აქვს, რაც აუცილებელია პროფესიონალი დიპლომატისთვის, მათ შორის ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საკითხების სიღრმისეული ცოდნით თვალსაზრისით. ორივე ქვეყნის მხრიდან მცდელობაა, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. აქ მნიშვნელოვანი იქნება, ვნახოთ, ორივე ქვეყანას რა ინტერესები გვაქვს და ეს ინტერესები მაქსიმალურად გადაიტვირთოს. ელჩების მთავარი ფუნქციაც იქნება საერთო ინტერესების გამოკვეთა და ამ ინტერესებზე მუშაობა. წინა ელჩების მიერ ურთიერთობები იმდენად გაფუჭებული და დაზიანებულია, რომ ეს პროცესი მარტივი არ იქნება. მთავარია, ჩვენც და ამერიკაც მონდომებული ვართ, რომ მაქსიმალურად ვნახოთ საერთო ინტერესები და ამ ინტერესების საფუძველზე აღვადგინოთ ურთიერთობები“, – განაცხადა მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით