არქივი3 მარტი, 2024, 06:24
აშშ-მა ღაზას ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით პირველად მიაწოდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღაზას სექტორს საჰაერო გზით პირველად მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ღაზაში C-130-ის ტიპის სამი სამხედრო თვითმფრინავიდან პარაშუტებით დაახლოებით დაახლოებით 38 000 ერთეული საკვები პროდუქტი გადმოყარეს.
მანამდე, ამავე მეთოდით, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანა იორდანიამ, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.