აშშ-მა ქვეყანაში ნავთობის მოპოვების 2024 წლის პროგნოზი დღეში 40 000 ბარელით გაზარდა
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა 2024 წლისთვის ქვეყანაში ნავთობის მოპოვების პროგნოზი (სხვა თხევადი ნახშირწყალბადების გამოკლებით) 13,2 მილიონი ბარელიდან დღეში 13,24 მილიონ ბარელამდე გაზარდა.
საპროგნოზო მაჩვენებელი 2023 წლის მაჩვენებელს (12,93 მლნ ბარელი/დღეში) 310 ათასი ბარელით აღემატება, რაც აშშ-ში ნავთობის მოპოვების ახალი რეკორდი გახდა. წინა რეკორდი დაფიქსირდა 2019 წელს - 12.3 მილიონი ბარელი დღეში.
ამავდროულად, სააგენტომ ოდნავ შეამცირა ნავთობის მოპოვების შეფასება 2025 წლისთვის - 13,73 მილიონი ბარელიდან დღეში 13,71 მილიონ ბარელამდე. ეს შეფასება მიმდინარე წლის პროგნოზზე თითქმის 0,5 მილიონი ბარელით მეტია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.