ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და სატელიტური კომუნიკაციების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და სატელიტური კომუნიკაციების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და სატელიტური კომუნიკაციების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო იუწყება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 179,1 მილიონი დოლარის ღირებულების Patriot-ის სისტემების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, რომელიც საიდუმლო და არასაიდუმლო სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ მხარდაჭერას, პროგრამულ უზრუნველყოფას, განახლებებს, მოდიფიკაციებს, ტრენინგებს, შეკეთებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს.
„შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით. ასევე, გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ღირებულების Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციების სერვისებისა და მისი აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.