აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
„დღეს, ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი გამოვაცხადეთ. ეს პაკეტი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რათა უკრაინას ხარკოვის მახლობლად რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში დავეხმაროთ, უკრაინას ბრძოლის ველზე მისი ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ს მძიმე ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებსა და მრავალ სხვას მოიცავს.
„ამერიკის შეერთებული შტატები 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაც დამცველებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად კრიტიკული შესაძლებლობები ჰქონდეთ“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია