ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა უკრაინას 988 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 988 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაა 988 მილიონი აშშ დოლარია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
დახმარების პაკეტი მოიცავს დრონებს, აღჭურვილობას, კომპონენტებსა და სათადარიგო ნაწილებს საარტილერიო სისტემების, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შესაკეთებლად და კაპიტალური რემონტისთვის და საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის.
„ეს არის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დახმარების ოცდამეორე პაკეტი. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-ამდე მოკავშირესთან და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა და მასთან ასოცირებული შესაძლებლობების კოალიციების მეშვეობით, რათა უზრუნველყოს მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.