აშშ-მა უკრაინას დახმარების მორიგი, თითქმის 8-მილიარდიანი პაკეტი გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კიევისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
თეთრი სახლის განცხადებით, თითქმის 8 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი მოიცავს:
· საჰაერო თავდაცვის სისტემებს;
· ჰაერი-მიწა სისტემისთვის ტყვია-წამალს;
· გრძელ დისტანციაზე მოქმედ საავიაციო ბომბებს Joint Standoff Weapon (JSOW);
· უპილიტო საჰაერო სისტემებს;
· ერთი საჰააერო თავდაცვი სისტემა „პატრიოტის“ ბატარეას, ასევე მისთვის საჭირო რაკეტებს;
· მომავალ წელს 18 უკრაინელი პილოტის მომზადებას F-16-ების სამართავად.
ზელენსკი ბაიდენის გარდა აშშ-ში ვიზიტის დროს რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.