-მა უკრაინასთან დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებაც შეაჩერა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველ მაიკ უოლცის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა როგორც უკრაინის სამხედრო დახმარება, ისე კიევთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება.
როგორც უოლცმა განაცხადა, განიხილავს უკრაინის სამხედრო დახმარების პაუზის მოხსნას, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიგეგმება და „ნდობის აღდგენის ზომები“ იქნება მიღებული.
უოლცმა ასევე თქვა, რომ შტატებმა „გადადგა ნაბიჯი უკან“ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაში. მისი თქმით, აშშ „აჩერებს და გადახედავს ამ ურთიერთობის ყველა ასპექტს“.
უოლცმა აღნიშნა, რომ ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას და იმედა გამოთქვა, რომ ექნებათ ურთიერთობაში წინსვლა „ძალიან მოკლე დროში“.
ამავდროულად, ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა ედ დეივიმ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, მართალია თუ არა, რომ თეთრმა სახლმა გაერთიანებულ სამეფოსაც აუკრძალა აშშ-ის დაზვერვის უკრაინისთვის გაზიარება.
კირ სტარმერმა კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი „ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში“.
ტრამპის ადმინისტრაციასა და კიევს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა 28 თებერვალს, როდესაც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში ფიასკოთი დასრულდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა ისე, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია