-მა სანქციები დაუწესა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს რუსეთიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან

მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მითითებულია, რომ სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის საკისრების მიმწოდებელი კომპანია Bearings on Lipetsk LLC და რუსეთის მოქალაქე იგორ მიჩურინი.
Bearings on Lipetsk LLC არის საკისრების საბითუმო და საცალო მაღაზია მოსკოვში. იურიდიული პირი რეგისტრირებულია საცხოვრებელ კორპუსში არსებულ ბინაში. მისი დირექტორია ეკატერინა მიჩურინა. 2020-2023 წლებში იგი იყო „გატჩინის საკისრების ქარხნის“ დამფუძნებელი, ხოლო გენერალური დირექტორი იყო იგორ მიჩურინი. უცნობია, არის თუ არა იგორ მიჩურინი ოფიციალურად დასაქმებული Bearings on Lipetsk-ში.
როგორც „კომერსანტი“ აღნიშნავს, ბიზნესმენ იგორ მიჩურინს უკვე აქვს დაწესებული ამერიკული სანქციები. 2017 წელს შეზღუდვები შემოიღო -ის ფინანსთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც, მიჩურინი დაკავშირებულია ჩრდილოეთ კორეის კომპანია Korea Tangun Trading Corporation-თან.
Bearings on Lipetsk-ისა და მიჩურინის გარდა ამავე საქმესთან დაკავშირებით სანქციების სიაში შეყვანილია ჩინური კომპანია Dandong Mason-Age Trade Co Ltd და ჩრდილოეთ კორეის ორი მოქალაქე.
სანქციები დაწესებულია ორი წლის ვადით, შემდეგ კი ისინი შეიძლება გადახედულ იქნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”