აშშ-მა სანქციები დააწესა დიმიტრი კისილიოვის წინააღმდეგ, RT-ის წინააღმდეგ კი გააფართოვა

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ მედია ჯგუფ RT-ის (როსსია სეგოდნია) აღმასრულებელ დირექტორ, ტელეწამყვან დიმიტრი კისილიოვს და გაფართოვა სანქციები "მედია ჯგუფის" და ამავე სახელწოდების ტელეარხის მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა არხს რუსული სამხედრო მანქანის ნაწილი უწოდა.
ბლინკენის თქმით, არხის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ რუსული სპეცსამსახურების ოპერაციებში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეიმს რუბინმა განაცხადა, რომ არხის ქმედებები აჩვენებს, რომ ის "არა მხოლოდ დეზინფორმაციის კერას წარმოადგენ, არამედ რუსეთის სადაზვერვო აპარატის სრულფასოვანი წევრია“.
ენტონი ბლინკენის თანახმად, RT-ის სტრუქტურაში მინიმუმ 2023 წლიდან მოქმედებს კიბერგანყოფილება საინფორმაციო დივერსიისა და სამხედრო შესყიდვების ჩასატარებლად. მან მაგალითად მოიყვანა რუსეთში გამართული მრავალრიცხოვანი მედია კამპანია, რომლებიც აგროვებენ თანხებს არმიის მხარდასაჭერად და უკრაინაში მეომარი სამხედრო ნაწილების აღჭურვილობის შესაძენად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ახსენა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული პროექტები, რომლებიც „როსსია სეგოდნიასთან“ არის დაკავშირებული. მათ შორის, კერძოდ, გერმანული ვიდეო პლატფორმა Red-ი და აფრიკული სოციალური ქსელი African Stream-ი, რომლებიც პრორუსული პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენება.
სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს მოლდოვაში პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას პროპაგანდისტული მედია საშუალებებით, მათ შორის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, აღვივებს მღელვარებასა და არეულობას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.