პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო

აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო

აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან „საზღვრისა და იმიგრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თავად პროგრამის მთლიანობის დაცვის მიზნით“ ამოიღეს.
„უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის რუმინეთის მადლიერები ვართ. შესაძლოა, პროგრამაში რუმინეთის ხელახლა ჩართვის საკითხის მომავალში განხილვა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის მოადგილემ, ტრიშა მაკლაფლინმა.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუმინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „აშშ-თან თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა საკითხის გადახედვა მოხდეს“.
ცნობისთვის, რუმინეთი უვიზო მიმოსვლის პროგრამაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2025 წლის 9 იანვარს დაამატა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.