-მა ორბანის მთავრობის „პროპაგანდის მინისტრს“ მაგნიტსკის სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაგნიტსკის სანქციების სიაში შეიყვანა ანტალ როგანი — უნგრეთის პრემიერის ოფისის ხელმძღვანელი მინისტრი, რომელსაც ვიქტორ ორბანის „კარდინალ რიშელიედ“ ან „მედია-მარიონეტების მმართველად“ მოიხსენიებენ. მას ასევე უწოდებენ უნგრეთის „პროპაგანდის მინისტრს“ იმის გამო, რომელიც აკონტროლებს კომუნიკაციების ეროვნულ ოფისს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და უნგრეთის ტურიზმის სააგენტოს.
-ის სანქციების საფუძვლად დასახელებულია როგანის კორუფციაში მონაწილეობა.
„როგანმა თავისი როლი გამოიყენა საკუთარი თავის და მისი პარტიის ერთგული თანამოაზრეების გასამდიდრებლად. მოაწყო სქემები, რომლებიც მიზნად ისახავდა უნგრეთის ეკონომიკის რამდენიმე სტრატეგიული სექტორის გაკონტროლებას და ამ სექტორებიდან შემოსავლების გადატანას პოლიტიკური პარტიის მიმართ ერთგული პირების დასაჯილდოებლად“, — აცხადებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი.
მაგნიტსკის სანქციები ითვალისწინებს როგანის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის დაბლოკვას. ასევე სანქციები ეხება ნებისმიერ ეკონომიკურ ობიექტს, სადაც როგანი პირდაპირ ან ირიბად ფლობს 50%-ს.
გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას როგანთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან