არქივი2 ნოემბერი, 2025, 11:56
აშშ-მა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ კიდევ ერთ ნავს დაარტყა

აშშ-მა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ კიდევ ერთ ნავს დაარტყა, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ომის დეპარტამენტმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ კიდევ ერთ ნავზე ლეტალური კინეტიკური დარტყმა განახორციელა“, - წერს პიტ ჰეგსეტი X-ზე.
ჰეგსეტის თქმით, „დარტყმის დროს, რომელიც საერთაშორისო წყლებში განხორციელდა, ნავზე სამი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა“.
„ყველა ტერორისტი დაიღუპა. დარტყმის შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა“, - აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.