აშშ-მა ირანულ ნავთობს დროებით სანქციები მოუხსნა

0
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმადაც, ირანულ ნავთობს 19 აპრილამდე სანქციები ეხსნება.
როგორც ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, საუბარია ირანულ ნავთობზე, რომელიც უკვე გემებზეა დატვირთული და ზღვაში იმყოფება.
ირანული ნავთობის შეძენის უფლება ექნება ყველას გარდა ჩრდილოეთ კორეის, კუბის და რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული რეგიონებისა, ყირიმის ჩათვლით.
როგორც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, აღნიშნული გადაწყვეტილება 140 მილიონი ბარელის ოდენობის ირანულ ნავთობს შეეხება. აშშ-ში იმედოვნებენ, რომ სანქციების მოხსნა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებს შეამცირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: …იმდროინდელ ამბებში მისი უშუალო უფროსი, გეკა გელაძეც (დიახ, 2024-ში განათლების მინისტრის მოადგილე რომ იყო, მერე შსს მინისტრი, შემდეგ სუსის უფროსი და ახლა ისევ შსს მინისტრის მოადგილე) იყო ჩართული – როგორც შაშკინისდროინდელი მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე