-მა თეთრ სახლთან მომხდარი სროლის შემდეგ ავღანელების საიმიგრაციო მოთხოვნების დამუშავება შეწყვიტა

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა განაცხადა, რომ განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა ავღანელ მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი სამშობლოს და ამერიკელი ხალხის დაცვა და უსაფრთხოება ჩვენი ერთადერთი ფოკუსი და მისიაა“, – განაცხადა -ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ეს ნაბიჯი მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას მისი მთავრობისადმი, ხელახლა შეისწავლოს ავღანელი მიგრანტები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შევიდნენ.
ტრამპმა თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი სროლა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 2021 წელს აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა