ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა

აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა

აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადება დღეს, 16 სექტემბერს გავრცელდა. მასში ვკითხულობთ, რომ ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური დასანქცირდნენ, რადგან "ისინი არიან ან იყვნენ, ხელმძღვანელები ან თანამდებობის პირები ერთეულის, მათ შორის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების, რომელიც მონაწილეობდა ან რომლის წევრებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში".
ასევე დასანქციურდნენ კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, "რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ან თანამონაწილენი არიან, ან უშუალოდ ან ირიბად მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში".
"აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში.
კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში, ამ პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ, ან პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართულები აქციის ძალადობრივ ჩახშობაში", - ვკითხულობთ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
განახლებადი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.