ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა ერაყში „ქათაებ ჰიზბოლას“ მეთაურზე თავდასხმა მოაწყო, მოკლულია მისი მეთაური

აშშ-მა ერაყში დარტყმა მიაყენა შეიარაღებული დაჯგუფება „ქათაებ ჰიზბოლას“ და მოკლა მისი მეთაური, - იტყობინება Reuters-ი ამერიკელ მოხელეებზე დაყრდნობით. თავდასხმის ფაქტი დაადასტურა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ
წყაროებმა, რომლებმაც ვინაობის გამხედა არ ისურვეს, განაცხადეს ასევე, რომ მეთაური იყო აშშ-ის ჯარზე თავდასხმისთვის პასუხისმგებელი.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ X-ით გაავრცელა ცნობა: „აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა განახორციელეს ერთმხრივი დარტყმა ერაყში აშშ-ის სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ და მოკლეს „ქეთაიბ ჰიზბოლას“ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია რეგიონში აშშ-ის ძალებზე თავდასხმის უშუალო დაგეგმვისთვის და მონაწილეობისთვის“.
გავრცელებული ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დრონი დაეცა ავტომანქანას, რის შედეგადაც დაიღუპა პროირანული გაერთიანების ორი მეთაური. ერთ-ერთი მაგანი აბუ ბაქრ ალ-საადი იყო.
აშშ „ქათაებ ჰიზბოლას“ თვლის ტერორისტულ დაჯგუფებად; იანვრის ბოლოს მან განაცხადა, რომ წყვეტს აშშ-ის ჯარებზე თავდასხმებს.
28 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და არაერთი დაშავდა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე ამერიკული ჯარების პოზიციებზე.
აშშ-ის ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე სირიასა და ერაყში 2 თებერვალსაც. ცენტრალური სარდლობა იტყობინებოდა: „აშშ-მა დარტყმა მიაყენა 85-ზე მეტ სამიზნეს, გამოიყენა ბევრი თვითმფრინავი, მათ შორის, შორი მოქმედების ბომბდამშენები, რომლებიც აშშ-დან გაფრინდნენ“. სარდლობის თანახმად, „ობიექტები, რომლებზეც თავდასხმები მოხდა, მოიცავს მეამბოხეთა და მათი სპონსორების - გუშაგთა კორპუსის სამეთაურო და სადაზვერვო ცენტრებს, რაკეტების, დრონებისა და ამუნიციის საწყობებს, ასევე ლოგისტიკის და მომარაგების ობიექტებს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.