აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელი მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას ადასტურებს

უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.
„გადავდგით ნაბიჯი შეერთებულ შტატებთან ერთობლივი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ. უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენი გუნდების კონსტრუქციულ ერთობლივ მუშაობას და განზრახვას, დავასრულოთ და დავდოთ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ხალხისთვის“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
სვირიდენკოს თქმით, ამჟამად უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნა მზადდება. შეთანხმება გახსნის შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობისთვის უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის. მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით მუშაობენ გუნდები დოკუმენტზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეთანხმებებით დავადასტუროთ ამერიკელი ხალხის სურვილი, უკრაინელ ხალხთან ერთად ჩადონ ინვესტიცია თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში. წინ არის შეთანხმების ტექსტის საბოლოო დამუშავება და მისი ხელმოწერა წინ და შემდეგ – პარლამენტების მიერ რატიფიკაცია“, – დასძინა იულია სვირიდენკომ.
მემორანდუმს ხელი ონლაინ რეჟიმში მოეწერა. დოკუმენტს აშშ-ის მხრიდან ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს დოკუმენტი ადასტურებს იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მომავალი კვირის ხუთშაბათს მოეწერება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება