აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირისპირ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს.
„ეს ულამაზესი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელთან პარტნიორობითაც აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს. სომხეთისთვის არა მხოლოდ მშვიდობას, არამედ სომხეთისა და აშშ-სთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ვქმნით“, – აღნიშნა ვენსმა.
Ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო