-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი “დაჩქარებულად გაატარებს” ამერიკულ საქონელს თავის საბაჟო პროცედურებზე, მაგრამ მან ასვეე აღნიშნა, რომ “შეგვიძლია ზოგიერთი დეტალის მოგვარების დასრულება”.
“ამ შეთანხმებით დიდი ბრიტანეთი აშშ-ის უერთდება იმის მტკიცებაში, რომ ორმხრივობა და სამართლიანობა საერთაშორისო ვაჭრობის არსებითი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრინციპია. შეთანხმება მოიცავს მილიარდობით დოლარის გაზრდილ საბაზრო წვდომას ამერიკული ექსპორტისთვის, განსაკუთრებით აგროკულტურაში, ძალიან ზრდის წვდომას ამერიკული საქონლის ხორცისთვის, ეთანოლისთვისა და თეორიულად ყველა პროდუქტისთვის, რომელსაც ჩვენი ფერმერები აწარმოებენ,” – განაცხადა ტრამპმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, სავაჭრო შეთანხმების “ზოგიერთი დეტალის მოგვარების დასრულება” შეიძლება, მაგრამ მხარეებმა “მომავლისთვის წარმოუდგენელი პლატფორმა ააშენეს”.
“ამ პრეზიდენტითა და ამ პრემიერ-მინისტრით იმის მიღწევა შევძელით, რის მიღწევასაც ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ცდილობდა,” – განაცხადა სტარმერმა და აღნიშნა, რომ ამას “აბსოლუტურად ისტორიული შეგრძნება აქვს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად