ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს

შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
მედიის ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა დედაქალაქ სანში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში ჰუდაიდაში, დამარში და საადაში.
ცნობისთვის, „ჰუსიტები“ აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მოკავშირე „ჰამასს“. ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ოცამდე თავდასხმა განახორციელეს. „ჰუსიტების“ მტკიცებით, ისინი მხოლოდ მაშინ შეჩერდებიან, როცა ისრაელი ღაზის სექტორში საკვებისა და მედიკამენტების შეტანას დაუშვებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.