აშშ-მა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი დაიწყო

აშშ-მა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი დაიწყო. ორი სამხედრო თვითმფრინავის საშუალებით 160-მდე არალეგალი მიგრანტი გვატემალაში გადაიყვანეს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სამხრეთის საზღვრიდან ქვეყანაში უკანონოდ შესული პირების დეპორტაცია გაგრძელდება.
არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის განკარგულებას ხელი დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაბარების შემდეგ, პირველივე დღეს მოაწერა.
პრეზიდენტმა უკანონო მიგრაცია საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს საზღვრის დაცვაში დახმარება დაავალა, ასევე ფართო შეზღუდვები დააწესა თავშესაფრის მინიჭების კრიტერიუმებზე და გაამკაცრა მოქალაქეობის მინიჭების საკითხი შტატებში დაბადებული ბავშვებისთვის.
გავრცელებული ცნობით, იგეგმება კიდევ 5 000-მდე მიგრანტის დეპორტაცია ელ პასოს, ტეხასის, სანდიეგოსა და კალიფორნიის მიგრანტთა დროებითი განთავსების იზოლატორებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად