არქივი16 აპრილი, 2024, 11:54
აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს
აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
Axios-ის ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი, ჯანეტ იელენი დღეს ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ კონფერენციაზე ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს და კოლეგებს მოუწოდებს, რომ მსგავსი ნაბიჯები გადადგან.
ცნობისთვის, დღეს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა 32 ქვეყანას მიმართა და მოუწოდა, რომ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, თეირანის სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.