არქივი19 იანვარი, 2024, 07:36
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მარტამდე მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მარტამდე მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
კანონპროექტს 314-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 108 კონგრესმენი, მათ შორის 106 „რესპუბლიკელია“.
მანამდე კანონპროექტმა სენატის მხარდაჭერაც მიიღო. ახლა დოკუმენტს ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.