ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, მხარი 360-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 58 წინააღმდეგ წავიდა.
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება გამოიყენოს რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციის პროცედურა შესაბამისი სახსრების შემდგომი გადაცემით სპეციალურ ფონდებში - Compensation Fund (კომპენსაციის ფონდი), Ukraine Support Fund (უკრაინის მხარდაჭერის ფონდი).
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის გადაცემის ალგორითმის შეთანხმება შეუძლია “დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან და აშშ-ის სხვა პარტნიორებთან.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ მისი მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც მოხსენიებული იქნება ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის წინააღმდეგაც შემოღებულია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები, და ყოველი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აშშ-ის სასანქციო კანონებისა და განკარგულებების კრიტერიუმებს შეესაბამება.
აშშ-ის პრეზიდენტ უფლება ეძლევა სანქციები შემოიღოს ყოველი ფიზიკური ან იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ ანგარიშში იქნება მოხსენიებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.