არქივი20 აპრილი, 2024, 10:36
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს ისრაელისთვის და უკრაინისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა დღეს ისრაელისთვის, უკრაინისთვის და სხვა მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების კანონპროექტს განიხილავს.
მანამდე კი, წარმომადგენელთა პალატაში პროცედურული კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც მხარი პალატის 316 წევრმა დაუჭირა 94-ის წინააღმდეგ.
როგორც კარინ ჟან-პიერმა, თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, დახმარების პაკეტი უკრაინას დამტკიცებისთანავე გადაეცემა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.