ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - შესაძლოა, მთავრობის „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - შესაძლოა, მთავრობის „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყოს

შესაძლოა, მთავრობის „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
„ჩვენ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნისკენ“ მივექანებით“, - განაცხადა მაიკ ჯონსონმა.
მისი თქმით, „დემოკრატებთან“ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე ისინი დაფინანსების კანონპროექტში ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე უარს არ იტყვიან.
შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება. „შათდაუნის“ ფონზე, გასულ კვირას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური მუშაკების გათავისუფლება დაიწყო.
აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.