-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ჯო ბაიდენის მოთხოვნის კენჭისყრაზე დაყენებას არ აპირებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ არ აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინისთვის დამატებითი 24 მილიარდი დახმარების გამოყოფის შესახებ და რომ კიევისთვის შემდგომი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას არჩეული პრეზიდენტი მიიღებს, როდესაც მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
”არ ვაპირებ ამის გაკეთებას”, – განაცხადა ჯონსონმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაამატებდა თუ არა უკრაინის დახმარების საკითხს მთავრობის დაფინანსების რეზოლუციაში.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ ლიდერთა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვება ცვლის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დინამიკას და რომ კიევისთვის ნებისმიერი დამატებითი დახმარების საკითხი მომავალი ადმინისტრაციის პირობებში უნდა გადაწყდეს.
„როგორც წინასწარ გითხარით, არჩევნებამდე კვირებით ადრე, თუ დონალდ ტრამპს აირჩევდნენ ეს შეცვლიდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დინამიკას და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხდება“, – განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, უკრაინის დახმარების საკითხი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.
„ჩვენ გვყავს ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვაპირებთ, დაველოდოთ ახალი მთავარსარდლის მითითებას ამ ყველაფერზე“, – აღნიშნა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბაიდენმა კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს