აშშ-ის წარამომადგენალთა პალატამ ბაიდენის იმპიჩმენტის გამოძიების საკითხს კენჭი უყარა – თავად პრეზიდენტი კენჭისყრას უსაფუძვლო პოლიტიკურ ტრიუკად აფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენალთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის გამოძიების საკითხს კენჭი უყარა. ქვედა პალატამ, რომელსაც “რესპუბლიკელები” აკონტროლებენ, გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუციას 221 ხმით 212-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
გამოძიება განიხილავს, გამოიყენა თუ არა ბაიდენმა საკუთარი თანამდებობა არასათანადოდ მისი 53-წლის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საგარეო ბიზნესურთიერთობებში მას შემდეგ, რაც უმცროსმა ბაიდენმა დახურულ კარს მიღმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატაში გამართულ კენჭისყრას პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლო პოლიტიკური ტრიუკი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ – ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა