ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-ის ძალებმა ირანიდან და იემენიდან გაშვებული 80-ზე მეტი დრონი გაანადგურეს

აშშ-ის ძალებმა ისრაელზე თავდასხმის დროს ცალმხრივი თავდასხმის 80-ზე მეტი დრონი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, ოპერაცია მოიცავდა ბალისტიკური რაკეტის განადგურებას მის გამშვებზე და შვიდი უპილოტო საფრენი განადგურებას იემენის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ აკონტროლებენ.
„ირანის უწყვეტი უპრეცედენტო, მავნებლური და უგუნური ქცევა საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და აშშ-ისა და კოალიციის ძალების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.