აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მთავარსარდლის ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეამცირონ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისადმი მათ მიერ საფრთხის შექმნის შესაძლებლობა. შეერთებული შტატები პასუხს აგებინებს ირანს ბოლო დროის გაუმართლებელი აგრესიისთვის კომერციული გემებისა და სამოქალაქო ეკიპაჟების წინააღმდეგ, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო წყლებში,” – ნათქვამია განცხადებაში.




